რეზონანსი
25.04.2026

უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა გაბალაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევის საკითხი განიხილა.

„ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვაცნობეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა თურქეთში და შემდეგ შვეიცარიაში, ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით. ბუნებრივია, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მსგავსი მოლაპარაკებები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შედგეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, ზელენსკის ინფორმაციით, დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი ექვს დოკუმენტს მოაწერს.

„დღეს ექვს დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. ჩვენი გუნდები დეტალებს მოგვიანებით აუცილებლად გაავრცელებენ. ეს სხვადასხვა მიმართულებას ეხება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×