
ის, რომ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში წავიდა ანაკლიის პორტის საკითხის გადასაწყვეტად, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ღია და მკაფიო უარი მიიღეს „ქოცებისგან” ლოგისტიკურ და გეოსტრატეგიულ თანამშრომლობაზე,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე თქმით, ამერიკისთვის ნათქვამი უარი, არის საქართველოს კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის ნათქვამი უარი.
„ქართული ოცნების” პასუხი, როგორც ჭეშმარიტად რუსული რეჟიმისგან, მოსალოდნელი იყო, არის „არა" და ეს პასუხი არის უარი საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას, დემოკრატიას. ეს არის უარი საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ნათელ მომავალს.
თუ რამის დაშვება არ შეიძლება, არ შეიძლება ჩინელების ხელით, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის მიერ საქართველოს მომავლის მიტაცების დაშვება. არავითარ შემთხვევაში! თან იმ პირობებს თუ გადავხედავთ, რასაც ჩინური მტაცებლური სახელმწიფო კომპანია მოითხოვს - თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ქართული სახელმწიფოს 51%-იანი წილის გამოსყიდვა ჩინური მხარის მოთხოვნისთანავე - მივხვდებით, რომ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა გვარამიამ.