
ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.
ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წირვას ესწრებიან უმაღლესი იერარქები, მთ შორის არის საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), რომელიც წლების შემდეგ, პირველად წმინდა სინოდის წევრებთან ერთად გამოჩნდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.