რეზონანსი
24.04.2026

ევროკავშირს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების მიმართ ორმაგი სტანდარტები აქვს. წევრი სახელმწიფოების ნაწილი უარს ამბობს ისრაელის წინააღმდეგ ზომების მიღებაზე, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. სანჩესის თქმით, მისი წინადადება ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ წევრ სახელმწიფოებში წინააღმდეგობას წააწყდა. მედიის ინფორმაციით, ამ იდეის მთავარი მოწინააღმდეგეები იტალია და გერმანია იყვნენ. 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი დაკარგავს ავტორიტეტს, თუ არ მიიღებს ზომებს ისრაელის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი მთავრობა მხარს უჭერს ამას, ზოგი კი ეწინააღმდეგება. საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ეს ყველაფერი ასუსტებს ევროკავშირის პოზიციას ჩვენი ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, სულ მცირე, პოლიტიკურად, და ჩვენს სანდოობას, როდესაც საქმე ეხება ისეთი სამართლიანი საკითხების დაცვას, როგორიც უკრაინის საკითხია“,  - განაცხადა სანჩესმა.

როგორც მედია წერს, „სანჩესმა მიანიშნა, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსეთი არღვევს მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს“.

„ცხადია, ისრაელი არ იცავს საერთაშორისო სამართალს ლიბანში, დასავლეთ სანაპიროზე, რა თქმა უნდა, ღაზაში და ეს ჩვენც უნდა გვაფიქრებდეს“, - განაცხადა სანჩესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×