რეზონანსი
24.04.2026

დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება.

„მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია. იმ დროს, როცა მე ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში. მე ახლა აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავარ. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება“, - აღნიშნა ყოფილმა ევროკომისარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×