რეზონანსი
23.04.2026

 "ჩვენ არ­სად გას­ვლას და გა­ბუტ­ვას არ ვა­პი­რებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ნუ­რა­ვინ ინერ­ვი­უ­ლებს, "ქო­ცებს" ტყუ­ი­ლად ნუ უხა­რი­ათ, "- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში" "ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სში" მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის თქმით, კა­მა­თი, კრი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს ჯან­სა­ღი, ცო­ცხა­ლი, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქმა უნდა შე­ეძ­ლოთ და "ეს "ოპო­ზი­ცი­ის ალი­ანსს" მხო­ლოდ გა­აძ­ლი­ე­რებს".

"ერ­თო­ბამ­დე რო­დე­საც მი­ვალთ, მა­შინ გა­ცი­ლე­ბით უფრო მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი ექ­ნე­ბა ამ ალი­ანსს, ახლა თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი ფორ­მა­ტია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან კი­დევ უფრო მჭიდ­როდ უნდა კონ­სო­ლი­დირ­დეს. ალი­ანსს ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შაო აქვს წინ. მე არ ვფიქ­რობ, რომ რამე და­პი­რის­პი­რე­ბაა, გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, გნე­ბავთ კა­მა­თი და­ვარ­ქვათ, გნე­ბავთ კრი­ტი­კა. ცხოვ­რე­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ვიკ­რი­ბე­ბით, ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რია და მი­დის კა­მა­თი, რამე სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა? ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს ერ­თმა­ნე­თი, პო­ლი­ტი­კუ­რად რომ არ მოს­წონ­დეთ, ერ­თო­ბას არ შექ­მნიდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ" პოს­ტე­ბის კრი­ტი­კა­საც და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "ცენ­ზუ­რას ვე­რა­ვინ და­უ­წე­სებს".

"ფე­ის­ბუქ" პოს­ტე­ბით რომ გა­მო­ეხ­მა­უ­როს[პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს], არ აქვს უფ­ლე­ბა? თუ [სა­ჭი­როდ] ჩათ­ვლის და გაკ­რი­ტი­კე­ბა მო­უნ­დე­ბა ალი­ან­სის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ან მოძ­რა­ო­ბის, თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქმა ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­დას­ხმი­სა და ბრალ­დე­ბის გა­რე­შე, ცენ­ზუ­რა უნდა და­ვუ­წე­სოთ? მე ვფიქ­რობ, რომ ეს პი­რი­ქით, კარ­გად წა­ად­გე­ბა [ალი­ანსს], მისი გა­მოც­დი­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი წონა ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხო­ლოდ თა­ვის პარ­ტი­ას და ალი­ანსს არ ელა­პა­რა­კე­ბა, ის ქარ­თველ ხალ­ხს ელა­პა­რა­კე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვი­საც წერს თა­ვის მო­საზ­რე­ბებს, რო­მელ­საც გვაწ­ვდის ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით. ცენ­ზუ­რას ვე­რა­ვინ და­უ­წე­სებს. მე აქ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, ყვე­ლა­ფერს მო­ევ­ლე­ბა, მი­ე­ხე­დე­ბა. უფრო მე­ტიც, ამ კა­მათ­სა და კრი­ტი­კა­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ჩვე­ნი ალი­ან­სი", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×