რეზონანსი
23.04.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×