
როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია.
„როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. მე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონი ელჩი არის, სამწუხაროდ, ტრაგიკულ ,მდგომარეობაში. როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე.
მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ან განვითარდება ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება, მისი შეხედულებით, არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს, უბრალოდ, შეფასებასაც კი არ იმსახურებს. ეს მართლაც ტრაგიკულია.
ელჩი რას ამბობს - უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე - სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. ემუქრება ხალხს, მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა და რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მაშინ როცა საუბარია ელჩის დაბარების პოლიტიკაზე, მუქარა ასევე ჩანდა საქართველოში ირანის ელჩის განცხადებაში, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ - მუქარა სამოქალაქო ომით, გაღარიბებით“.
„ეს არის, უბრალოდ, სამარცხვინო როდესაც ამას ამბობს[ელჩი]. ჩემი აღქმით კი არა, ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ჯერ ჩაეკითხეთ, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე? ჰერჩინსკის როგორ მიჰყავს ქვეყანა ომამდე? ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა? ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა ოთხი წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ, პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოაბრუნეთ „ნაცებიო“. ანუ ქართველ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9- წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.