რეზონანსი
23.04.2026

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაკავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 103 დოლარის ფარგლებში მერყეობს. „ბიბისის“ ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი ექვსი დოლარით გაიზარდა.

ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ინციდენტებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ორი მთავარი პრობლემა. პირველი ის, რომ აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტა არასტაბილური, მყიფეა და მეორე, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია გადაზიდვებისთვის. ეს ნიშნავს, რომ გემების მოძრაობა შეზღუდულია. ამ ყველაფრის შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, იზრდება რისკი, რომ ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე ზიანი მიაყენოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×