
წაქრადგინა. "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს. პროგრამა მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.
პროგრამა ითვალისწინებს პრიორიტეტული სექტორების მიზნობრივ შერჩევას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას და მაქსიმალურ შედეგს.
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.
ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.