
სალომე ზურაბიშვილის მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შეცვლის სტაბილური და მშვიდობიანი გზა არჩევნებია. როგორც ექპრეზიდენტმა "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა, თუ საზოგადოება გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის და მზად არის ბრძოლისთვის და არჩევნებისთვის, სწორედ მაშინ მოდის გამარჯვება.
"იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს, რეჟიმის მოშორების გზა არის არჩევნების გზა - ეს არის ყველაზე სტაბილური და მშვიდობიანი გზა. ყველა სხვა გზა შეიძლება იყო არასტაბილურობის და ბევრი საფრთხეების მომცველი გზა. რაც არ უნდა კონტროლირებადი იყოს სასამართლო, მედია და ყველა ბერკეტი იყოს ერთ ხელში, რაც იყო რეალურად უნგრეთის მდგომარეობა არჩევნებამდე, თუ საზოგადოება გაერთიანებულია და ერთი მიზნისთვის ერთ მუჭად შეკრული მოქმედებს და არის მზად ამ არჩევნებისთვის, ბრძოლისთვის, ეს არ არის რაღაცა მშვიდობიანი არჩევნები და როგორც იქნება ისე იქნება, უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში და გჯეროდეს ამ ბრძოლის. სწორედ მაშინ არსებობს იმედი და არსებობს გამარჯვება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იგი ასევე ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
"რას ნიშნავს ბოდიში ამ შემთხვევაში. ადგილობრივ არჩევნებზე ჩემი პოზიცია იყო მარტივი, რომ თუ ამ ადგილობრრივ არჩევნებზე იქნებოდა ერთიანობა ყველა პარტიების, რომ ერთიანად შესულიყვნენ ბრძოლით ამ არჩევნებზე, მეც მათთან ერთად შევიდოდი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩატარდა, ანუ არ იყო რაიმე ერთად მსჯელობა და რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა რომ შესულიყვნენ არჩევნებში", - განაცხადა ზურაბიშვილმ.ა