რეზონანსი
23.04.2026

შეიძლება ჩემგან გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს გადატეხილი პრობლემაა [ნარკოდანაშაული], მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყებამ უდიდესი შრომა ჩადო ამაში, დიდი დრო დასჭირდება ამის დამარცხებას, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.

მისივე თქმით, ნარკოდანაშაულის აბსოლუტური დამარცხების პრეცედენტები მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ არსებობს.

„ერთი დიდი პროფესიონალი შეცვალა მეორე დიდმა პროფესიონალმა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ როგორც გეკაზე, ასევე სულხან თამაზაშვილზე. ბუნებრივია, თუ არ გაძლიერდება, არაფერი დააკლდება ამ მიმართულებითაც ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაც უნდა დადგეს პოლიციის, სამართალდამცველების, ჩვენს გვერდით იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. ნახეთ ხომ რა მოხდა? დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გაძნელდა, ნარკოტიკი გაძვირდა, მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც ხვრელი. საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. კუსტარული ლაბორატორიებიც კი ვნახეთ. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, ამის პირობაც შემიძლია მარტივად დავდო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროოთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×