რეზონანსი
22.04.2026

მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით". ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რასაც ის სამთავრობო ცვლილებებს უკავშირებს.

კერძოდ, ნიკა გვარამია საუბრობს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში „სისხლიან ჩხუბზე“, სადაც მისივე თქმით, „კალაძის საძმო და ბერას საძმო“ დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სუს-მა „ბერას საძმო“ დააპატიმრა.

"წყაროები ქართული ოცნებიდან და სუს-დან: რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე. კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები). სისხლიანი ჩხუბი. ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.

მოვიდა სუსი. "აკრიფა" ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.

შედეგი: "პრემიერის" აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით". ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. "პატარა სოფელი", - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×