რეზონანსი
21.04.2026

სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ,,პოლიტიკო" ავრცელებს.

,,პოლიტიკო"-ს მიერ მოპოვებულ წერილებში, „მემარცხენეთა ჯგუფისა“ და მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც თავად ევროკავშირი ქადაგებს და თავი აარიდოს საწვავის ხარჯვას არაარსებითი მგზავრობებისთვის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.

„როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, გადადგან დაუყოვნებელი ნაბიჯები ენერგიის დასაზოგად, მიზანშეწონილია, რომ თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმაც მისცენ მაგალითი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ენერგიის დაზოგვაში“, - წერენ ნიდერლანდელი კანონმდებელი ანა ჰაზეკამპი და „მემარცხენეთა ჯგუფის“ სხვა წევრები რობერტა მეცოლასადმი გაგზავნილ, 17 აპრილით დათარიღებულ წერილში.

ყოველთვიურად დაახლოებით 4 000 კანონმდებლისა და პერსონალის გადაადგილება ძირს უთხრის ამ გზავნილს, - აღნიშნა მან და მიუთითა ევროკომისიის ბოლოდროინდელ რეკომენდაციებზე, რომლებიც ტრანსპორტზე მოთხოვნის შეზღუდვასა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დისტანციურ მუშაობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×