რეზონანსი
21.04.2026

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ძლიერი გადაადგილებაა, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაამტკიცა, რამდენად შეუძლია ამ ურთულესს მისიებს თავი გაართვას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, მიესალმება საკადრო ცვლილებებს.

„მივესალმები იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც სუსი-ს ხელმძღვანელად გეკა გელაძის გადაყვანას და შსს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნას გულისხმობს. პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რამაც ქართველი ხალხი დაიცვა და არეულობას გადაარჩინა. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს. მან უფრო პოლიტიკის და საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა. მამუკა მდინარაძე იყო დანაკლისი, როცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იყო, როცა სუს-ს ხელმძღვანელობდა. ეს ჩვენი გუნდისთვისაც კარგი ცვლილებაა. ალბათ, პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ

სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდებათ, რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა. მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს უბრუნდება, სადაც დიდი უპირატესობა აქვს. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. მას ის უფლებამოსილება გაუფართოვდა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა“, – განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×