რეზონანსი
21.04.2026

პრემიერმა ახალი სამტავრობა ცვლილებები გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  გარდა ამისა, მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც გახდება. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილია წარდგენილი, რომელსაც აქამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ეჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×