რეზონანსი
21.04.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

პრემიერმა დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიცია. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×