რეზონანსი
21.04.2026

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.

როგორც კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელმა აღნიშნულ სამ ქვეყანასთან უნდა იმუშაოს, რათა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობა გააძლიეროს.

„დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა კომისიამ, როცა შავი ზღვის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს დაკავშირებადობის დღის წესრიგი წარმოადგენს.

დაკავშირებადობის დღის წესრიგის მეშვეობით ჩვენ ვიწვევთ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, რათა მათ ევროპისა და ცენტრალური აზიის უკეთესი დაკავშირება შეძლონ. საუბარია ვაჭრობასა და ენერგეტიკაზე. ვხედავთ, თუ რა მოწყვლადები ვართ, როცა ჩრდილოეთში, რუსეთზე გამავალი სავაჭრო გზები დარღვეულია, ხოლო სამხრეთში მდებარე სავაჭრო გზები ირანში ომის გამოა დარღვეული. შესაბამისად ახლა ხელმისაწვდომია ის გზა, რომელსაც ვავითარებთ“, - განაცხადა კოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×