რეზონანსი
20.04.2026

 ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - განაცხადა მედიასთან ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.

მისი თქმით, ილია მეორის ავტორიტეტს მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს. მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით", - აღნიშნა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები საპატრიარქოს ეწვივნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×