
რამდენიმე საათის წინ ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ადგილზე იმყოფება ბერი ნიკოლოზის მრევლი, რომელთა თქმით ბერი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში სუსტად იყო და ავადმყოფობდა, თუმცა ის ექიმის გამოძახების უფლებას არ აძლევდა. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები ბინაში შეშვებას ითხოვენ.
"ჩვენ ხომ ყველა ჭირისუფალი ვართ, რა უფლება გაქვთ? მარტო უნდა იყოთ იქ და რაც გინდათ, ის გააკეთოთ?! რა უფლება გაქვთ, რომ არ გვიშვებთ შიგნით" - ამბობს მრევლი პოლიციის მისამართით.
მრევლის ნაწილს არ სჯერა, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია. ისინი ითხოვენ, რომ პოლიციამ შეუშვას ბინაში, რომ თავად დარწმუნდნენ, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია.
ადგილზე იმყოფება ლუიზა ჯაფარიძეც. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბერი ნიკოლოზის ნდობით აღჭურვილი პირი. მას მედიასთან არ უსაბრია, მხოლოდ პოლიციას სთხოვდა, ბერი ნიკოლოზის ბინაში შეეშვათ, როგორც ჭირისუფალი.
ბერი ნიკოლოზის სახლთან კვლავაც პოლიციაა მობილიზებული. ბინაში იმყოფებიან ექსპერტები და კრიმინალისტები.