რეზონანსი
19.04.2026

აშშ-ისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი მიზნებს ერთად მიაღწევენ.

„ჩვენ დიდი გამოწვევებისა და დიდი შედეგების დროში ვართ. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვიბრძვით ირანის დიდი ტირანიის წინააღმდეგ, ქვეყნის, რომელიც ატერორებს მსოფლიოს, რომელიც ცდილობს ჩვენს განადგურებას, შეერთებული შტატების დამხობას, დასავლური ცივილიზაციის დამხობას. ​​ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ შედეგებს. ეს ჯერ არ დასრულებულა და ნებისმიერ წამს შეიძლება, ახალი მოვლენები განვითარდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×