რეზონანსი
19.04.2026

ლატვიამ და ლიეტუვამ საჰაერო სივრცე დაუხურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრება სურს. ინფორმაცია რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაავრცელა.

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×