რეზონანსი
19.04.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ასევე, ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სტუმრობისას, საქართველოს დელეგაციის წევრებს აკადემიის ხელმძღვანელმა რუსტამ ხატამოვმა უმასპინძლა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ საპოლიციო განათლების სფეროში მიმდინარე და დანერგილ რეფორმებზე, სასწავლებლის სტრუქტურულ მოწყობასა და საქმიანობაზე.

თავის მხრივ, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საპოლიციო განათლების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტში სტუმრობისას კი, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალურად გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და ამავე დეპარტამენტში მოქმედი ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრის ფუნქციებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×