
თბილისში Trump Tower აშენდება - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს და წერს, შენობა 70-სართულიანი იქნება და ის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ განთავსდება. მათივე ცნობით, პროექტი "საცხოვრებელ აპარტამენტებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებსა და სხვა ინფრასტრუქტურას გააერთიანებს".
„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ვადის დროს“, – წერს გამოცემა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში წერია, რომ, დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში.
როგორც ცნობილია, პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი – Sapir Organization-ი.
ამასთან, გამოცემის ცნობით, პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group-ი და Biograpi Living-ი.

მთავარი