
გვესმის, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბი ქვეყნებიც არსებობენ და როგორც ქართველები მიდიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ვიღაცასაც უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და აქ რამე გააკეთოს, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომითი მიგრაციის გამოწვევებზე საუბრისას.
მეგრელიშვილმა მისი და ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებაზე ისაუბრა.
„ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ის პატიოსანი, კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც აქ სამუშაო მიზნით ჩამოდიან, არის საქართველოსთვის პრობლემა და ჩვენი პოზიცია არის სრულიად პირიქით. პატრიარქი რომ გარდაიცვალა, რა აჩვენა ამდენი ხალხის იქ მისვლამ - ამ ხალხისთვის მორალური კატეგორიები ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. მოდით, მორალური კატეგორიებით შევხედოთ - საქართველოსთვის ტრადიციული და ქრისტიანულია ის დამოკიდებულება, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ? ადამიანის შრომის უფლება ნიშნავს იმას, რომ მისთვის შრომაში ხელის შეშლა არ შეიძლება, მიუხედავად ეროვნებისა, თუ ის კრიმინალს არ სჩადის”, - განაცხადა მეგრელიშვილმა.