რეზონანსი
18.04.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული ტურნეს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციის დამყარებაა. 

„პირველ რიგში, შეხვედრის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები- პოლიტიკური პროცესი იქნება თუ ადგილობრივად განვითარება იქნება მათი ქალაქის და ასე შემდეგ. რაც მთავარია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში და ჩვენი გუნდის მეთაურმა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი უდიდესი წვლილი იქნება სამომავლოდ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×