რეზონანსი
17.04.2026

საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს.  შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

დაზარალებულთა შორის ხუთი ბავშვი და ერთი მშობელია, მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ.

შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

ცხოველების სკოლის ტერიტორიიდან გაყვანა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის დამჭერმა ოპერატორებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს.

წყარო: “მთავარი ამბები კახეთიდან” 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×