რეზონანსი
17.04.2026

ჩვენ გვჯერა დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „სამხრეთ კავკასია: რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება“.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო.

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×