რეზონანსი
17.04.2026

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

სააპელაციოს მოსამართლის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×