რეზონანსი
16.04.2026

 აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბა­ნი და ის­რა­ე­ლი 10-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე შე­თან­ხმდნენ, რო­მე­ლიც17:00 სა­ათ­ზე ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, ესა­უბ­რა რო­გორც ლი­ბა­ნის პრე­ზი­დენტს, ჯო­ზეფ აუნს, ასე­ვე ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს.

"ამ წამს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უ­ბა­რი მქონ­და დი­დად პა­ტივ­ცე­მულ ლი­ბა­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, ჯო­ზეფ აუნ­თან და ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ბიბი ნე­თა­ნი­აჰუს­თან. ეს ორი ლი­დე­რი შე­თან­ხმდნენ, რომ მათი ქვეყ­ნე­ბის მშვი­დო­ბის მი­საღ­წე­ვად ფორ­მა­ლუ­რად და­ი­წყე­ბენ 10-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას 17:00 სა­ა­თი­დან [ვა­შინგტო­ნის დრო­ით]. სამ­შა­ბათს, ორი ქვე­ყა­ნა 34 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ აქ, ვა­შინგტონ­ში, ჩვენს დიად სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, მარ­კო რუ­ბი­ოს. ვიცე-პრე­ზი­დენტს ჯეი დი ვენსს, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მარ­კო რუ­ბი­ო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს დენ კე­ინს და­ვა­ვა­ლე, რომ ის­რა­ელ­თან და ლი­ბან­თან იმუ­შა­ონ ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის მი­საღ­წე­ვად. ჩემ­თვის პა­ტი­ვი იყო მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 9 ომის მოგ­ვა­რე­ბა და ეს მე-10 იქ­ნე­ბა, ასე რომ წინ, გა­ვა­კე­თოთ ეს!" - წერს ტრამ­პი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×