რეზონანსი
15.04.2026

ნავთობტანკერი „აგიოს ფანურიოსი“ პირველი ხომალდია, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში გაიარა, – ამის შესახებ საზღვაო მონიტორინგის პლატფორმა „მარინ ტრეფიკი“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მალტის დროშით მცურავი გემი პირველია, რომელიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანულ პორტებზე ბლოკადა დააწესა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერმა ომანის ყურეში თითქმის ორდღიანი შემდეგ ტრანზიტის მეორე მცდელობა განახორციელა. მისი სტატუსი გასულ ღამეს შეიცვალა და მოგვიანებით ტანკერმა სრუტე გადაკვეთა. ტანკერი სპარსეთის ყურეში შევიდა და ერაყის ქალაქ ბასრაში მისი ჩასვლა 16 აპრილს არის მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×