რეზონანსი
15.04.2026

მე მჯერა არჩევნების! ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.

„მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლის განვითარებას. პირიქით, ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენს რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ [იქნება], ამიტომ მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×