რეზონანსი
15.04.2026

ეკლესიაა ის თემა, სადაც არავის გაახსენდება და ვერ დააკაშვირებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არის უფლის და ადამიანის სიყვარული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ამის წინააღმდეგ მიემართებოდა.

„წლებია, „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიის წევრებით, აქტივისტებითა და იმ ტელევიზიებით, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიულად ამუშავებდნენ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდნენ უბინძურეს კამპანიას. პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფე შიოს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სულიერი საყრდენი და უძლიერესი ეკლესია, როგორღაც დაენგრიათ, არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ. თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ. მოედნად, სადაც სურთ, ითამაშონ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომლებსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, მათ შორის, არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით; არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ეკლესიას იმ ბინძური კამპანიისგან ვიცავდით, რომელსაც სათავეში თავად ედგნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×