რეზონანსი
15.04.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში საქმის ახალი დეტალების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე მასთან შეხვედრით არის დაინტერესებული და სურს, რომ „როგორც დედა დედას“ ისე დაელაპარაკოს:

"განახლდა ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესები!

როგორც იცით, დემეტრე ჩიქოვანი 225-ე მუხლის I და II ნაწილით სამართლდებოდა გაბაშვილთან და რიკაძესთან ერთად. ეს შეეხებოდა დიდი დიღმის ჩხუბებს და ორივე მუხლში, მიესაჯა ბრალის შესაბამისი მაქსიმალური წლები - 6 და 9. 

დიდმა სასჯელმა შთანთქა პატარა, არასრულწლოვნობის გამო ჩამოაკლდა სასჯელის მეოთხედი და დარჩა 6 წელი და 9 თვე.

ხომ გახსოვთ, ჩიქოვანის დედა?!  პროკურატურის წინ რომ შიმშილობდა და გაჰკიოდა - ,,ჩემი შვილი ხატზე დააფიცა მამამისმა, უდანაშაულოა და ეკა კუპატაძემ შეუკვეთა ბრალი!"-ო!!!

ჰოდა, მაშინ როცა, თურმე, მე შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე სახელმწიფოს ამათი "უდანაშაულო" ,,კიკინებიანი" ,,ბავშვები", ჩემი მოსმენა სასამართლოზე არც ამათ სურთ!!!

ანუ, ამ ნაძირლებმა, შვილი მომიკლეს, მერე ორკესტრირებულად ეკრანებთან გამოცვივდნენ, გიგას სახელის გატეხვას ეცადნენ და სასამართლოზე ჩემს სიტყვას, იურიდიული ძალა წაართვეს!!!

ამის პარალელურად, დღეს იმ ,,მოშიმშილე", მჩხავანა, უსახური მდედრი ელემენტის, დემეტრე ჩიქოვანის დედის, სოფო ძნელაძის მესიჯი მხვდება ტელეფონში - ,,შენთან უნდა მოვიდე, სათქმელი ბევრი მაქვს"-ო!!!

ჰოდა, პროკურატურავ, გააძვრეთ ტყავი, ამ ნაძირალა ქალს, დაიბარეთ პოლიციაში, ბევრი რამ ჰქონია სათქმელი და ჩამოკაკლოს ყველაფერი!!!

მასხრად მიგდებს ეს აღვირახსნილი მდედრი - ,,მოვალ, როგორც დედა დედასთან"-ო!

23 წლის და უკვე 3-ჯერ ნასამართლევი გიორგის და პირსისხლიანი დემეტრეს დედობა როგორ შეადარა ჩემი შვილების დედობას!

გიგას სიკვდილის გამო, ,,სტატუსიანი"-ც კი მიწოდა! თან ნია იმნაძეს მოუწოდებდა - ,,გამოდი მოყევი ყველაფერს!"-ო!!!

და, ახლა, ეს ალქაჯი, გარიგებას მთავაზობს,  - ,,არა ვარ მე შენი მტერი, შენთან მოვალ სახლში"-ო!!!

სასამართლოზე, სიტყვის თქმა ამიკრძალეს ანი  ნასყიდაშვილის ადვოკატებმაც!!!

ნასყიდაშვილის ადვოკატი, ვინმე მერაბ სეფიაშვილი, იხვეწებოდა - ,,ეკას არ უთხრათ მე რომ ვარ ანის ადვოკატი"-ო!

ლენჩი! - არ იცის ნეტა, საქმის მასალები მეც რომ მაქვს?!

ნასყიდაშვილი ის გოგოა, გარყვნილი ლექსიკონით რომ აქეზებდა გაბაშვილს გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის. 

მაშინ არ ვიცოდი, ახლა გეტყვით, რაშია საქმე:

მოკლედ, ნია იმნაძე, ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო ანი ნასყიდაშვილმა. ამავდროულად ალექსანდრე გაბაშვილი იყო ანი ნასყიდაშვილის შეყვარებულიც.  ჰოდა, თუ ჩავიხედავთ, ნასყიდაშვილის ბინძურ სულში, მას ისე უნდოდა შურისძიება ,,შეყვარებულის ახევისთვის", რომ სულ არა ადარდებდა ვინმე მასწავლებელი, თუკი იმნაძეს და გაბაშვილს, ორივეს გაშარავდა.

ამ კახპა იმნაძეს გაუხსნა ფანტაზიები, ვითომ ლამაზი იყო და მასზე ყველა გიჟდებოდა! ხოლო, გაბაშვილი, რომელიც სისხლს სვამდა და სისხლს არწყევდა, დაგეშა ამ ჩემს ანგელოზ შვილზე.

ისე, ნასყიდაშვილის ოჯახმაც შემომითვალა - ,,ბევრი რამე ვიცით და რომ ვთქვათ ჩვენ რამეს გვახეირებ?"-ო!!!

ეს სულგაყიდული ხალხი!!! როგორ მევაჭრებიან ხედავთ?!

ამოგიდუღებთ ციხეში, თქვენს მკვლელ ლაწირაკებს!

ხომ შეკარით ერთად პირი, ხომ იძახეთ ,,არ ვიცით", ,,არ გვახსოვს"...

და ახლა, პროკურატურამ რომ დაგიდოთ მტკიცებულებები, ახლა აღარა გაქვთ ამნეზია? 

ახლა ყველაფერი გაგახსენდათ ხო?

მე მაინც ვეტყვი მოსამართლეს ჩემს სიტყვას!

5 საათი, წამის დანაკარგის გარეშე, მთელი  გულისყურით მისმინა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. 

მჯერა, მომისმენს ეს მოსამართლეც", - დაწერა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×