
აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიაა. კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და ყველაფერთან ერთად საავტომობილო გზებიც დატბორა, მაღალ მთაში ზოგოერთ ადგილებში ზვავი ჩამოწვა. როგორც ირკვევა, უამინდობა 14 აპრილს დღის მეორე ნახევრამდე გასტანს. მანამდე კი საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
14 აპრილს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით მთაში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°.
15 აპრილს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, ზოგან -15°-მდე, დღისით +4, +9°.
16 აპრილს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +10, +15°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, ზოგან -14°-მდე, დღისით +6, +11°.