რეზონანსი
13.04.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.

კითხვაზე, მართებს თუ არა პრეზიდენტს პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა მას შემდეგ, რაც მან კვირა საღამოს პონტიფიკოსი მკაცრად გაკიცხა, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ მართებს, რადგან პაპმა ლეომ თქვა ისეთი რამ, რაც მცდარია. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმისა, რასაც მე ირანთან მიმართებით ვაკეთებ, თქვენ კი არ შეგიძლიათ გყავდეთ ბირთვული ირანი".

ტრამპმა განაცხადა, რომ პაპი „შედეგით უკმაყოფილო დარჩებოდა", ირანს ბირთვული შესაძლებლობების მოპოვება რომ შეძლებოდა. „თქვენ გეყოლებოდათ ასობით მილიონი დაღუპული ადამიანი, და ეს არ მოხდება".

„ბოდიშის მოსახდელი არაფერია. ის ცდება", - განაცხადა პრეზიდენტმა. „მას არ მოსწონდა ის, რასაც ჩვენ ირანთან მიმართებით ვაკეთებთ, მაგრამ ირანს... ბირთვულ სახელმწიფოდ გახდომა სურს, რათა მათ შეძლონ სამყაროს განადგურება. ეს არ მოხდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×