
"მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან", - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერმა პიტერ მადიარმა, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ხაზი მინდა გავუსვა, ის, რომ ვიქტორ ორბანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე სახელმწიფოსთან, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაფუჭებთ.
ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან. თუმცა ჩვენ არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, არ ვაპირებ, რომ გავლენა მოვახდინო თქვენი ქვეყნის არჩევნებზე, ეს არ არის არცერთი ევროპული სახელმწიფოს საქმე და ჩემი სტილი, ჩემი მიზანია პატივი ვცე კონკრეტული ქვეყნის არჩევანს", - აღნიშნა პიტერ მადიარმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.