რეზონანსი
13.04.2026

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მან ბრწყინვალე შვიდეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბრწყინვალე შვიდეულის დღეები მართლაც რომ განსაკუთრებულია. იცვლება ლოცვების ტიპიკონი, დილის და საღამოს ლოცვები სხვაგვარად წაიკითხება, არ კეთდება მეტანიები და თითოეული ეს დღეს უნდა ვეცადოთ, რომ ღმერთთან ახლოს და სიკეთეში გამოვიყენოთ. წლების წინ ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული, რომელიც გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება და ეს სიხარული და ნუგეში ყველა ადამიანს უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×