რეზონანსი
13.04.2026

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს – 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს პაციენტის ნახვაზე უარი უთხრა, რადგან კლინიკაში ვიზიტის საათები უკვე ამოწურული იყო.

უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მერის წარმომადგენლის, ინდიკო ხაფთანის ძმა.

„მამაჩემი კომაშია მხოლოდ იმის გამო, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ დანაშაულს ასე არ დავტოვებთ, ყველა აგებს პასუხს“, - აცხადებს დაშავებულის შვილი, რომლის კომენტარსაც "ტვ პირველი” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×