რეზონანსი
11.04.2026

პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნან­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ, რო­მელ­საც 5 თვის ქარ­თვე­ლი ჩვი­ლი ემსხვერ­პლა, მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია შეძ­რა. საქ­მე, რო­მე­ლიც თა­ვი­დან უბე­დურ შემ­თხვე­ვას ჰგავ­და, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლად იქცა. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა იმ­დე­ნად შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, რომ პო­ლო­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მომ­ხდარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ტრა­გე­დი­ას წინ უძღო­და ბავ­შვის დე­დის, 40 წლის თა­მარ კ.-ს გამ­გზავ­რე­ბა მე­ზო­ბელ მოლ­დო­ვა­ში. ქალ­მა პო­ლო­ნე­თი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და­ტო­ვა, 5 თვის ვაჟი კი მა­მას­თან - ნუგ­ზარ კ.-სთან და მათ­თან ერ­თად მცხოვ­რებ ორ მოლ­დო­ველ მა­მა­კაც­თან, ალექ­სან­დრე­სა და ვლა­დის­ლავ­თან და­ტო­ვა.

რო­დე­საც თა­მა­რი პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუნ­და, ჩვი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. მან ბავ­შვი სას­წრა­ფოდ მი­იყ­ვა­ნა პოზ­ნა­ნის ვჟოს­კას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში, სა­ი­და­ნაც მდგო­მა­რე­ო­ბის უკი­დუ­რე­სი სიმ­ძი­მის გამო, პა­ცი­ენ­ტი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პოზ­ნა­ნის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის პრესს­პი­კე­რი, ლუ­კაშ ვა­ვ­ჟი­ნი­ა­კი აცხა­დებს, რომ დედა თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მებს უმა­ლავ­და სი­მარ­თლეს. იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რეს­და. დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და ყო­ველ­გვარ ტრავ­მას. თუმ­ცა, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თა­ნა­ვე, მე­დი­კო­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. ჩვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და: თა­ვის ქა­ლის მრა­ვალ­ჯე­რა­დი მო­ტე­ხი­ლო­ბა; თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი; სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი ტრავ­მე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ბავ­შვზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ.

ექი­მე­ბის ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, 8 აპ­რილს, 5 თვის ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჩა­ტა­რე­ბულ­მა აუ­ტოპ­სი­ამ გა­მო­ძი­ე­ბას უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი და­ა­ნა­ხა. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა ცალ­სა­ხად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვი­ლის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია მის­მა სას­ტიკ­მა შენ­ჯღ­რე­ვამ და თა­ვის დარ­ტყმამ მყარ ზე­და­პი­რებ­ზე - კედ­ლებ­ზე, ავე­ჯზე, ან პირ­და­პირ ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბამ. ექ­სპერ­ტი­ზა ადას­ტუ­რებს, რომ ეს არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი და­ზი­ა­ნე­ბა, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ხან­გრძლი­ვი წა­მე­ბის შე­დე­გი.

პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა სამი პირი: ბავ­შვის დედა - თა­მარ კ. და ორი მოლ­დო­ვე­ლი მა­მა­კა­ცი. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ბავ­შვის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შექ­მნა და დახ­მა­რე­ბის გა­უ­წევ­ლო­ბა. თუმ­ცა, საქ­მე­ში მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ბავ­შვის მამა - ნუგ­ზარ კ., ამ დრომ­დე მი­მალ­ვა­შია.

პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნუგ­ზარ კ.-მ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა სცა­და იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს და ყვე­ლა სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი გა­აფრ­თხი­ლეს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ ის იყო მთა­ვა­რი მო­ძა­ლა­დე იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც დედა სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი­სა და მოლ­დო­ვე­ლე­ბის ჯგუ­ფი ცხოვ­რობ­და, ხში­რად ის­მო­და ხმა­უ­რი, თუმ­ცა ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ საქ­მე ჩვი­ლის მი­მართ ასეთ სი­სას­ტი­კეს ეხე­ბო­და. 

ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე პირი სამთვი­ან წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ნუგ­ზარ კ.-ს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

წყარო: „ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×