რეზონანსი
10.04.2026

იმ ფონზე, როდესაც ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის პაკისტანის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ახლოვდება, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა პარასკევს ქვეყანას ტელევიზიით მიმართა.

„ეს გადამწყვეტი მომენტია", - განაცხადა შარიფმა. „ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და სამყარომ მშვიდობა იხილოს".

შარიფმა შეაქო პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე - და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი „ომის ალმოდებული ცეცხლის ჩაქრობისთვის".

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ხვალ, „ღვთის ნებით", მოლაპარაკებებზე პაკისტანში როგორც აშშ-ის, ისე ირანის ხელმძღვანელობა იქნება წარმოდგენილი.

„პაკისტანის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად", - თქვა შარიფმა. „ეს ყველაფერი ღვთის ხელშია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×