რეზონანსი
10.04.2026

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 21 აპრილის შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი.

„მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე", - ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×