რეზონანსი
10.04.2026

გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს, შოთა ოდიშვილს, სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს. მისი თქმით, შუახნის კაცი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. 

„მოსამართლე ცეკვავამ, წითელ პარასკევს, ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში“, - წერს მარიკა არევაძე. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ კაცი მაშინ დააკავა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიტანილ გვირგვინის გატანას ცდილობდა. აქტივისტების თქმით, დაკავებულმა ბიძინა ივანიშვილს მოღალატე უწოდა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს შეაგინა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×