რეზონანსი
10.04.2026

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია, რომელის სპექტაკლ "ვეფხისტყაოსანში" ავთანდილის როლს ასრულებს საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე.

მეუღლეა, დედაა და ბოლო ბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან.

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე!

ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!!!" - წერს ლევან ხურცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×