რეზონანსი
09.04.2026

 ტურიზმის სექტორში არსებული გლობალური გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.

კომპანია "Check-in Travel"-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ია გედევანიშვილის შეფასებით, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, აღნიშნული ფორმატის კომუნიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რადგან საშუალება მიეცათ შესაძლებლობა გაეცვალათ ინფორმაცია და მიმდინარე გამოწვევების დასაძლევად ერთმანეთის ხედვებს გაცნობოდნენ.

"დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. დღეს მსოფლიოში ტურიზმს ბევრი გამოწვევა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ამ პრობლემების გადასაჭრელად. 2025 წლის ტურისტული სეზონი ძალიან კარგი იყო და 2026 წელს კიდევ უკეთესს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის გაძვირებამ სერიოზული გავლენა მოახდინა დარგზე და შემცირდა ჯავშნები, მაინც ვფიქრობ, რომ სეზონი წარმატებული იქნება და მოლოდინები დაახლოებით 80-90%-ით შესრულდება" - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×