რეზონანსი
09.04.2026

მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, მათ შეკრებას ვერანაირი შედეგები ვერ ექნება და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ.

„ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოლექტიურ ნაცებს“ ძალიან უყვართ თარიღები და სიმბოლიზმი, ყოველთვის რაღაცას რაღაც თარიღს ამთხვევდნენ ხოლმე. მეორეს მხრივ, როდესაც გლოვის ან საზეიმო თარიღია, სადაც მოქალაქეები უნდა ერთიანდებოდნენ, მათ ურჩევნიათ ამ თარიღს დაამთხვიონ თავიანთი ბინძური ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიონ.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას გეგმავენ თუ აქციის ჩატარება უნდათ. აბსოლუტურად განულებულები არიან. ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ, რომელიც უკვე ნულთან ძალიან ახლოს არის. ქუჩაში ვერავის გამოიყვანენ. ბავშვობაში რომ ვთამაშობდით შტაბობანას, ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს. მერამდენეჯერ დაიშალნენ, გაერთიანდნენ. როდესაც დაშლილები არიან, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, ვერავინ ვერავის იტანს. მერე დასხდებიან გარე პატრონების დავალებით, თითქოს რაღაც გაერთიანება, მომღიმარი სახეები და ერთმანეთს ატყუებენ, თავის თავს იტყუებენ, რომ ვითომ რაღაც შეიქმნა, რაღაც შეუძლიათ. რაც უფრო მალე გამოვლენ ამ ილუზიებიდან და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, პირველ რიგში მათთვისვე იქნება ეს ყველაფერი სასარგებლო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×