რეზონანსი
09.04.2026

როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო... ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა. სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. 

შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა დასრულდეს. 

„როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო... ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა.

სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს. ეს საგიჟეთი და უნიჭო პერფორმანსები კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს 9 აპრილის მოვლენების რეალურ გააზრებას. 

ეს უნდა დასრულდეს, არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მტრებს უნდა მიეჩინოთ შესაფერისი ადგილი. მაშინ ექნება შინაარსი და ფასი 9 აპრილის მემორიალთან მიტანილ ტიტებს,“- წერს ვატო შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×