რეზონანსი
09.04.2026

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს - წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩნდნენ“.

გვარამია თვლის, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის ხელისუფლებაში მოვიდეს და 5-6 წელიწადში საქართველო ევროკავშირის წევრი გახადოს.

„მე მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც თავისუფალია, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება გამოხატოს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს. წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს. კი ბატონო,“ - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი პარტიების გამოჩენა საჭიროა.

„საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა,“ - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×