რეზონანსი
09.04.2026

გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, დასჯადი უნდა გახდეს, ის, რაც აქტივისტების მხრიდან რუსთაველზე ვნახეთ.

“წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს.

ეს ჩვენი აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან. მართლაც რომ პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ. დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ და რასაც უკვე წლები ადგილი აქვს მთაწმინდის პანთეონში ოღონდ, სხვების მხრიდან. არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, ეს უნდა აიკრძალოს”, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×