რეზონანსი
09.04.2026

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სააღდგომო ზავის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უმაღლეს მთავარსარდალს დღეის მდგომარეობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განუცხადა მან მედიას.

ცნობისთვის, მართლმადიდებლურ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინამ რუსეთს დროებითი სააღდგომო ზავის ამოქმედება შესთავაზა.

როგორც უკრაინული მედია წერს, 2025 წელს პუტინმა სამდღიანი სააღდგომო ზავი გამოაცხადა, რითაც უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტისკენ 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე მოუწოდა. თუმცა, ამავდროულად, 2025 წლის 19 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×